AIvo (შემდგომში „სერვისი") არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც თქვენ მიერ ატვირთულ ვიდეოს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ქართულ ენაზე გახმოვანებულს გიბრუნებთ. სერვისით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ამ წესებს. სერვისს უზრუნველყოფს ი/მ ირაკლი მალაზონია (იხ. მე-11 პუნქტი).
ტექნიკური ლიმიტები: მიიღება MP4, MOV და WebM ფორმატის ვიდეო, მაქსიმუმ 500 MB. ერთ გახმოვანებაში მუშავდება მაქსიმუმ 30 წუთი: 30 წუთზე გრძელი ვიდეო თქვენი თანხმობით პირველ 30 წუთზე იჭრება და ღირებულებაც ამ 30 წუთზე ითვლება; დანარჩენი ნაწილი არ ითარგმნება. შედეგი მოგეწოდებათ ციფრული ფაილის სახით, ჩამოსატვირთად.
ლინკით შეკვეთა: ატვირთვის ნაცვლად შეგიძლიათ მიუთითოთ YouTube-ზე საჯაროდ განთავსებული ვიდეოს ბმული (მაქსიმუმ 3 საათი; 30 წუთზე გრძელი ვიდეო ავტომატურად იყოფა ≤30-წუთიან ნაწილებად და თითოეული ცალკე შედეგად მოგეწოდებათ). ლინკით მიღებული შედეგი მხოლოდ საიტზეა სანახავი 48 საათის განმავლობაში და ფაილად არ იტვირთება — სერვისი მესამე პირის ვიდეოს ასლებს არ ავრცელებს. თუ ვიდეო თქვენია და ფაილი გჭირდებათ, ატვირთეთ ის ფაილად. ლინკით შეკვეთა ჩვეულებრივზე მეტ დროს შეიძლება მოითხოვდეს; შედეგი „ჩემი ვიდეოები"-ში ჩნდება, ხოლო თუ 12 საათში ვერ შესრულდა, კრედიტები ავტომატურად გიბრუნდებათ.
თარგმანსა და გახმოვანებას ასრულებს ხელოვნური ინტელექტი, ადამიანის ჩარევის გარეშე. შედეგი შეიძლება შეიცავდეს თარგმანის ან ინტონაციის უზუსტობებს — ეს მომსახურების ბუნებიდან გამომდინარეობს (იხ. მე-6 პუნქტი).
გახმოვანებისთვის საჭიროა ანგარიში ელფოსტით ან Google-ანგარიშით. სერვისით სარგებლობა შეუძლია 18 წლის ან მეტი ასაკის პირს. ანგარიშის უსაფრთხოებაზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი.
ერთ პირს ერთი ანგარიშის ქონა შეუძლია. საჩუქარი კრედიტების მრავალჯერ მისაღებად რამდენიმე ანგარიშის შექმნა აკრძალულია. დარღვევისას ვაუქმებთ დუბლიკატ ანგარიშებს და მათზე არსებულ საჩუქარ კრედიტებს; ფულით შეძენილი კრედიტები არ იკარგება — გადაგვაქვს ძირითად ანგარიშზე ან გიბრუნდებათ თანხად მე-5 პუნქტის წესით.
ანგარიში აქტიურად ითვლება, სანამ თქვენ თვითონ არ წაშლით მას. არააქტიურობის გამო კრედიტებს არ ვაუქმებთ.
თუ ანგარიშს ჩვენი ინიციატივით დავხურავთ, გამოუყენებელი შეძენილი კრედიტების თანხას სრულად დაგიბრუნებთ, შეძენის თარიღის მიუხედავად (პ. 5.4-ის წესით).
ღირებულება კრედიტებში ითვლება. ვიდეოს ხანგრძლივობა მრგვალდება ზემოთ მთელ წუთამდე (მაგ. 4:05 = 5 წუთი). ზუსტ ღირებულებას გახმოვანების დაწყებამდე, ღილაკთან გაჩვენებთ; დაჭერამდე კრედიტი არ იხარჯება.
| მომსახურება | ფასი | პირობა |
|---|---|---|
| სტანდარტული გახმოვანება | 1 კრედიტი / წუთი | ვიდეო მაქს. 30 წუთი ერთ ჯერზე |
| ტრეილერის რეჟიმი | 2 კრედიტი / წუთი | მუსიკისა და ეფექტების გამოყოფა და შენარჩუნება; ვიდეო მაქს. 10 წუთი |
| YouTube-ლინკით | იგივე ფასები | შედეგი 48 საათი მხოლოდ საიტზეა სანახავი, არ იტვირთება (პ. 1, 7) |
| ხელახალი გახმოვანება | პირველი ცდა უფასოა (20 ფრაზამდე) | ყოველი შემდეგი ცდა — ვიდეოს ღირებულების 20%, მინ. 1 კრედიტი; 20-ზე მეტი შეცვლილი ფრაზისას ყოველი დამატებითი 20 ფრაზა +1 კრედიტი; მაქს. 5 ცდა ერთ ვიდეოზე |
„ნახე სრულად, ჩამოტვირთე ყიდვის მერე": თუ ბალანსზე არსებული კრედიტი ვიდეოს სრულ ღირებულებას არ ფარავს, ერთხელ (ანგარიშზე ერთჯერადად, სერვისის მიერ დადგენილ ზღვრამდე) ვიდეოს მაინც სრულად გავხმოვანებთ: ბალანსზე არსებული კრედიტი ჩამოიჭრება, შედეგი 48 საათის განმავლობაში მხოლოდ საიტზეა სანახავი, ხოლო ფაილის ჩამოსატვირთად სხვაობის კრედიტები ნებისმიერი პაკეტის შეძენის შემდეგ ერთი ღილაკით იხსნება. თუ 48 საათში არ გახსნით, შედეგი იშლება; ჩამოჭრილი კრედიტი უკან არ ბრუნდება, რადგან გახმოვანება შესრულებულია და შედეგი ხელმისაწვდომი იყო.
პაკეტები:
ერთი ვიდეო პაკეტის გარეშე: 0.70 ₾ კრედიტზე — იხდით ზუსტად ამ ვიდეოს ხანგრძლივობით (ამ პუნქტის წესით დამრგვალებული წუთები; ტრეილერის რეჟიმში 2 კრედიტი წუთზე). შეძენილი კრედიტები ბალანსს ემატება და გადახდის დადასტურებისას ამ ვიდეოს თარგმნაზე ავტომატურად იხარჯება; თუ თარგმნა ტექნიკური მიზეზით ვერ დაიწყო, კრედიტები ბალანსზე რჩება. ამ ფასზე აქციები და ფასდაკლებები არ ვრცელდება.
ფასები მოცემულია ლარში და მოიცავს ყველა გადასახადს. დამატებითი ხარჯი არ არსებობს. ახალი პაკეტების ფასი შეიძლება შეიცვალოს — უკვე შეძენილ კრედიტებზე ეს არ აისახება.
გადახდა ხდება ავტორიზებული საგადახდო პროვაიდერის მეშვეობით; ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვიღებთ და არ ვინახავთ.
შეძენილ კრედიტებს მოქმედების ვადა აქვს — შეძენიდან 3 თვე (90 დღე); ვადა ქვითარში და ანგარიშის პროფილში ჩანს. ვადის თვალყურის დევნება თქვენი პასუხისმგებლობაა; ამოწურვამდე შესაძლოა ელფოსტით შეგახსენოთ, თუმცა ეს ვალდებულება არ არის და შეხსენების ვერმიღება ვადას არ ცვლის. ვადის გასვლისას გამოუყენებელი კრედიტი უქმდება და თანხად არ ბრუნდება. თუ ჩვენი ხარვეზით ჩაშლილი გახმოვანების კრედიტი ვადის გასვლის შემდეგ დაგიბრუნდათ, გამოსაყენებლად 7 დღეს ვამატებთ. საჩუქარი კრედიტს (აქცია, ბონუსი, ჩვენი ინიციატივით ჩარიცხული) ვადა უფრო მოკლე აქვს — ჩარიცხვიდან 1 თვე (30 დღე). კრედიტები სხვა პირზე არ გადადის.
კრედიტები იხარჯება რიგით — ჯერ საჩუქარი, შემდეგ ყველაზე ადრე შეძენილი. ამავე რიგით დგინდება, რომელი შეკვეთის კრედიტებია გამოუყენებელი (პ. 5.3).
საჩუქარი კრედიტები (აქცია). დროდადრო ახალ მომხმარებლებს სერვისის გამოსაცდელად საჩუქარ კრედიტებს ვაძლევთ. ეს აქციაა და არა მუდმივი პირობა: მისი მოქმედება, რაოდენობა და ვადა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს — მიმდინარე აქციის პირობები ყოველთვის საიტზე, რეგისტრაციის გვერდზე ჩანს. საჩუქარი კრედიტი ერიცხება ერთ პირს ერთხელ, დადასტურებული ელფოსტის მქონე ანგარიშზე, მხოლოდ აქციის მოქმედების პერიოდში. უკვე ჩარიცხული საჩუქარი კრედიტი აქციის დასრულების შემდეგაც რჩება და გამოყენება შეგიძლიათ მისი ვადის ამოწურვამდე (ჩარიცხვიდან 1 თვე, პ. 3; მეგობრის მოწვევის კრედიტს 9ბ.3-ით 3-თვიანი ვადა აქვს). საჩუქარი კრედიტი ფულად არ ბრუნდება, ყველაზე პირველი იხარჯება და წესების დარღვევისას (მაგ. დუბლიკატი ანგარიშები) უქმდება.
გახმოვანების დაწყებისას საჭირო რაოდენობის კრედიტები იჯავშნება; საბოლოო ღირებულება ვიდეოს რეალურ ხანგრძლივობაზე ითვლება და სხვაობა ბალანსზე გიბრუნდებათ.
გახმოვანებული ვიდეო ციფრული შინაარსია, რომელიც დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ. გახმოვანების დაწყების ღილაკზე დაჭერით თქვენ ითხოვთ მომსახურების დაუყოვნებლივ დაწყებას და ადასტურებთ, რომ გაცნობიერებული გაქვთ — დახარჯული კრედიტების თანხა უკან აღარ ბრუნდება (გარდა ამ პუნქტითა და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ღილაკთან ზუსტი ღირებულება წინასწარ ჩანს; დაჭერამდე კრედიტები არ იხარჯება.
თუ გახმოვანება ტექნიკური ხარვეზით ჩაიშალა, დაჯავშნილი კრედიტები ავტომატურად, არაუგვიანეს 24 საათისა, სრულად გიბრუნდებათ ბალანსზე.
5.1. გამოუყენებელი კრედიტები. შეძენილი, მაგრამ გამოუყენებელი კრედიტების თანხის დაბრუნება შეგიძლიათ მოითხოვოთ შეძენიდან 24 საათის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე. ვადა დაცულად ითვლება, თუ მოთხოვნა ამ ვადაში გამოგვიგზავნეთ.
5.2. როგორ მოითხოვოთ. მოგვწერეთ კონტაქტის ფორმით ან ელფოსტაზე aivotranslate.ge@gmail.com იმ ელფოსტიდან, რომლითაც ანგარიშია რეგისტრირებული. შეკვეთის № (გადახდის დამადასტურებელ წერილშია) სავალდებულო არ არის, მაგრამ დამუშავებას აჩქარებს. საკმარისია ასეთი ტექსტი: „გთხოვთ, დამიბრუნოთ გამოუყენებელი კრედიტების თანხა. შეკვეთა №____."
5.3. ნაწილობრივი დაბრუნება. თუ პაკეტის ნაწილი გამოყენებულია, ბრუნდება მხოლოდ გამოუყენებელი კრედიტების თანხა — იმავე პაკეტის ერთეულის ფასით. მაგალითი: 30-კრედიტიანი პაკეტი (15 ₾, 0.50 ₾/კრედიტი), დახარჯულია 10 — ბრუნდება 20 × 0.50 ₾ = 10 ₾.
გამოუყენებლად ითვლება მოთხოვნის დამუშავების მომენტში ანგარიშზე არსებული ბალანსი, მაგრამ არაუმეტეს ამ შეკვეთით შეძენილი კრედიტებისა; რომელი შეკვეთის კრედიტებია გამოუყენებელი, პ. 3-ით დადგენილი ხარჯვის რიგით განისაზღვრება. თუ მოთხოვნის მომენტში გახმოვანება მიმდინარეობს, მოთხოვნას მის დასრულებისთანავე დავამუშავებთ; ჩაშლილი გახმოვანებიდან დაბრუნებული კრედიტები გამოუყენებლად ითვლება.
5.4. როგორ ბრუნდება. დაბრუნების დადასტურებისთანავე შესაბამისი კრედიტები ბალანსიდან ჩამოიწერება. თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე/ანგარიშზე, საიდანაც გადახდა შესრულდა, საგადახდო პროვაიდერის მეშვეობით, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა; ბანკის მხრიდან ასახვას ჩვეულებრივ 3–10 საბანკო დღე სჭირდება. თუ პროვაიდერის მეშვეობით დაბრუნება ვადის გამო აღარ არის შესაძლებელი, თანხას საბანკო გადარიცხვით დაგიბრუნებთ თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშზე. ერთ შეკვეთაზე დაბრუნება ერთხელ ხდება (პ. 6-ით ბალანსზე დაბრუნებული კრედიტები ამაში არ ითვლება).
5.5. 24 საათის შემდეგ. შეძენილი კრედიტები თანხად აღარ ბრუნდება, მაგრამ ანგარიშზე რჩება მოქმედების ვადის ამოწურვამდე (პ. 3) და ამ ვადაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამონაკლისი: ანგარიშის ჩვენი ინიციატივით დახურვა (პ. 2) და წესების არსებითი ცვლილება (პ. 9).
5.6. რა არ ბრუნდება. გახმოვანებაზე დახარჯული კრედიტები (გარდა ნაკლიანი შესრულებისა — პ. 6) და საჩუქარი კრედიტები.
სერვისი სრულდება ხელოვნური ინტელექტით და იდეალურ თარგმანს არ იძლევა. გახმოვანება ავტომატურად ერგება ორიგინალის ტემპსა და პაუზებს, რომ ქართული აუდიო ვიდეოს კადრებს დაემთხვეს — ამის ბუნებრივი შედეგია, რომ ცალკეულ ადგილას მეტყველება ორიგინალზე სწრაფია ან ნელი. კრიტიკული დანიშნულების (იურიდიული, სამედიცინო და მსგავსი) შინაარსისთვის ადამიანის მიერ გადამოწმებას გირჩევთ.
ნაკლად არ ითვლება და კრედიტების დაბრუნების საფუძველს არ ქმნის, თუ ვიდეო არსებითად ნათარგმნი და გახმოვანებულია:
ნაკლიან შესრულებად ითვლება, როდესაც შედეგი აშკარად არ შეესაბამება მომსახურების აღწერას — მაგალითად: გახმოვანება არასწორ ენაზეა; ფაილი არ იხსნება ან დაზიანებულია; აუდიო მნიშვნელოვან ნაწილში არ არის ან ვიდეოსთან აშკარად დესინქრონიზებულია (ქართული მეტყველება ვიდეოს არსებით ნაწილში სისტემატურად, რამდენიმე წამით სცდება იმას, რაც ეკრანზე ხდება — არა ცალკეული ფრაზის გადახრა); ვიდეოს არსებითი ნაწილი გაუხმოვანებელი დარჩა.
ასეთ შემთხვევაში მოგვწერეთ შედეგის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში და აღწერეთ პრობლემა (შესაძლოა გთხოვოთ ვიდეოს ხელახლა ატვირთვა). ჩვენ ან უსასყიდლოდ გავიმეორებთ გახმოვანებას, ან კრედიტებს დაგიბრუნებთ ბალანსზე; თუ ამ შეკვეთაზე 3-დღიანი დაბრუნების ვადა ჯერ არ გასულა — თქვენი არჩევანით, თანხასაც.
ეს პუნქტი არ ზღუდავს კანონით მინიჭებულ უფლებებს.
ატვირთულ ვიდეოზე და გახმოვანებულ შედეგზე უფლებები თქვენ გრჩებათ. ვიდეოს ვიყენებთ მხოლოდ თქვენი შეკვეთის შესასრულებლად. დამუშავებისთვის ვიყენებთ Google Cloud-ის AI-სერვისებს (მეტყველების ამოცნობა, თარგმნა, გახმოვანება), რომლებსაც ვიდეო/აუდიო გადაეცემა მხოლოდ შეკვეთის შესრულების მიზნით (დეტალები — კონფიდენციალურობის პოლიტიკაში).
თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ ვიდეოს გამოყენებისა და გახმოვანების უფლება, მათ შორის მასში ჩაწერილი პირების ხმასა და გამოსახულებაზე. საავტორო და პიროვნული უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. უფლების მფლობელის საჩივრის შემთხვევაში შედეგი დაუყოვნებლივ იშლება. ეს ვრცელდება ლინკით მითითებულ ვიდეოზეც: ბმულს თქვენ ირჩევთ, სერვისი მას მხოლოდ თქვენი პირადი გაცნობისთვის ამუშავებს და შედეგს საიტის ფარგლებს გარეთ არ გასცემს (იხ. 1-ლი პუნქტი).
აკრძალულია უკანონო, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენის შემცველი ან სხვისი უფლებების დამრღვევი კონტენტის ატვირთვა. ასევე აკრძალულია:
ატვირთული მასალა ავტომატურად მოწმდება. ზემოთ ჩამოთვლილ ან სხვა დაუშვებელ კონტენტზე ეჭვის შემთხვევაში დამუშავება ჩერდება, კრედიტები ბალანსზე რჩება და შემთხვევა გადადის ხელით შემოწმებაზე. დარღვევის დადასტურებისას ვზღუდავთ ან ვაუქმებთ ანგარიშს; არასრულწლოვნის ექსპლუატაციისა და ტერორიზმის შემთხვევაში ანგარიში იბლოკება დაუყოვნებლივ. ავტომატური შემოწმება შეიძლება შეცდეს — თუ თვლით, რომ თქვენი მასალა უსაფუძვლოდ შეჩერდა, მოგვწერეთ კონტაქტის ფორმით და სწრაფად განვიხილავთ.
ატვირთული და გახმოვანებული ფაილები სერვერიდან ავტომატურად იშლება ატვირთვიდან 48 საათის შემდეგ — შედეგი დროულად ჩამოტვირთეთ (ლინკით შეკვეთისას — დროულად ნახეთ საიტზე). ატვირთვისას ამას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.
ჩვენი პასუხისმგებლობა ერთ შეკვეთასთან დაკავშირებით შემოიფარგლება ამ შეკვეთის ღირებულებით, ხოლო ჯამურად — ბოლო 3 თვეში სერვისში გადახდილი თანხით. არ ვაგებთ პასუხს მიუღებელ შემოსავალზე, არაპირდაპირ ზიანზე ან სერვისის დროებით მიუწვდომლობაზე.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, სადაც კანონი პასუხისმგებლობის შეზღუდვას არ უშვებს (მათ შორის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებულ ზიანზე).
წესები შეიძლება განახლდეს. არსებითი ცვლილების — კრედიტების წესების, დაბრუნების პირობების ან პასუხისმგებლობის თქვენს საზიანოდ შეცვლის — შესახებ რეგისტრირებულ მომხმარებლებს ელფოსტით ვაცნობებთ ამოქმედებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე და ამ გვერდზე განვაახლებთ თარიღს. ახალი პაკეტების ფასის ან საჩუქარი კრედიტების აქციის ცვლილება არსებით ცვლილებად არ ითვლება — უკვე შეძენილ ან ჩარიცხულ კრედიტებზე ის არ აისახება.
თუ არსებით ცვლილებას არ ეთანხმებით, შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მოითხოვოთ გამოუყენებელი შეძენილი კრედიტების თანხის დაბრუნება, შეძენის თარიღის მიუხედავად (პ. 5.3–5.4-ის წესით). ცვლილების ამოქმედების შემდეგ სერვისით სარგებლობა განახლებულ წესებზე თანხმობად ითვლება.
9ა.1. რა არის. საგანმანათლებლო ფასდაკლება არის დროებითი სარეკლამო შეთავაზება: საგანმანათლებლო შინაარსის ვიდეოს თარგმნა Pro-პაკეტის ფასთან (40 თეთრი წუთზე) შედარებით ნაკლებ ფასად, საიტზე მითითებული პროცენტითა და ვადით. ფასდაკლება ვრცელდება საიტზე ატვირთულ ვიდეოზე და YouTube-ის ბმულით მოწოდებულ ვიდეოზე და ყოველ ვიდეოზე ცალკე მოწმდება. 30 წუთზე გრძელი ატვირთული ვიდეოდან ფასდება და ითარგმნება პირველი 30 წუთი; ბმულით ფასდაკლება მოქმედებს 30 წუთამდე ვიდეოზე. ბმულით მოწოდებული ვიდეო შესამოწმებლად ჯერ წინასწარ ფასდება მისი აღწერით (სათაური, აღწერა, კატეგორია), შემდეგ ჩამოიტვირთება და მოწმდება ნახვით; ასეთი ვიდეოს თარგმანი, ბმულით შეკვეთის ზოგადი წესის მსგავსად, მხოლოდ საიტზე იყურება (ჩამოტვირთვის გარეშე).
9ა.2. რა ითვლება საგანმანათლებლო ვიდეოდ. ვიდეო, რომლის ძირითადი მიზანი კონკრეტული ცოდნის ან უნარის სწავლებაა: ლექცია, სემინარი, სკოლის ან უნივერსიტეტის გაკვეთილი; ონლაინ კურსის ნაწილი; ტუტორიალი და ინსტრუქცია (პროგრამირება, დიზაინი, პროგრამები, მუსიკის გაკვეთილი); ენის შესასწავლი ვიდეო; სამეცნიერო-პოპულარული ახსნა; კონფერენციის მოხსენება, ვებინარი, პროფესიული ტრენინგი; საბავშვო საგანმანათლებლო ვიდეო.
9ა.3. რა არ ითვლება. მხატვრული ფილმი, სერიალი, ტრეილერი, გასართობი ანიმაცია, დოკუმენტური ფილმი; მუსიკალური კლიპი, კონცერტი; ვლოგი, რეაქცია, გასართობი შოუ, სტენდაპი; თამაშის სტრიმი, გეიმპლეი და თამაშის გზამკვლევი; ახალი ამბები, პოლიტიკური გადაცემა, თოქშოუ; რეკლამა, პრომო, პროდუქტის მიმოხილვა; სპორტული ტრანსლაცია; ინტერვიუ და პოდკასტი, რომლის ძირითადი მიზანი სწავლება არ არის; მოტივაციური და რელიგიური შინაარსი. ჩამონათვალი ამომწურავი არ არის.
9ა.4. როგორ წყდება. ვიდეოს საგანმანათლებლო ხასიათს ავტომატური სისტემა (ხელოვნური ინტელექტი) აფასებს ატვირთვის შემდეგ, გადახდამდე. შედეგი და ფასდაკლებული ფასი თქვენ გადახდამდე გეჩვენებათ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სერვისი.
9ა.5. უარის უფლება. სერვისი იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ და მიზეზის განმარტების გარეშე, ნებისმიერი ვიდეოს შემთხვევაში უარი თქვას ფასდაკლებაზე — მათ შორის ისეთზე, რომელიც 9ა.2 პუნქტის აღწერას შეესაბამება. ფასდაკლებაზე უარი არ ნიშნავს მომსახურებაზე უარს: ვიდეოს თარგმნა სტანდარტული ფასით ყოველთვის შესაძლებელია. ფასდაკლება სარეკლამო შეთავაზებაა და არა მომხმარებლის გარანტირებული უფლება.
9ა.6. გასაჩივრება. თუ ავტომატური შეფასება არასწორად მიგაჩნიათ, მოგვწერეთ კონტაქტის ფორმით ვიდეოს სახელის მითითებით. განვიხილავთ, როგორც წესი, 3 სამუშაო დღეში და პასუხს ელფოსტით მოგწერთ. ხელით განხილვის შედეგი საბოლოოა. თუ გასაჩივრება დაკმაყოფილდა, ვიდეო ფასდაკლებით შესაძენად ხელახლა უნდა ატვირთოთ; თუ ის უკვე ჩვეულებრივი ფასით ითარგმნა, სხვაობას კრედიტებით დაგიბრუნებთ.
9ა.7. გადახდა და კრედიტები. ფასდაკლებული თანხა ითვლება შემოწმებული ვიდეოს ხანგრძლივობით (მე-3 პუნქტის წესით დამრგვალებული წუთები) და იხდება ზუსტად ამ ვიდეოსთვის. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ახალ გადახდაზე და არ ვრცელდება ანგარიშზე უკვე არსებულ კრედიტებზე. ერთ შემოწმებაზე შესაძლებელია ერთი გადახდა. გადახდის დადასტურებისას ვიდეოს თარგმნა ავტომატურად იწყება. შეძენილი კრედიტები ბალანსს ემატება (მე-3 პუნქტი) და ამ ვიდეოს თარგმნაზე იხარჯება; თუ თარგმნა ტექნიკური მიზეზით ვერ დაიწყო ან ჩაიშალა, კრედიტები ბალანსზე რჩება ან ჩვეულებრივად ბრუნდება (მე-4 პუნქტი). შემოწმების შედეგი გადახდისთვის ძალაშია 24 საათი.
9ა.8. ვადა და ცვლილება. შეთავაზება მოქმედებს საიტზე მითითებულ ვადაში. სერვისს უფლება აქვს შეთავაზება ნებისმიერ დროს შეცვალოს ან ვადაზე ადრე შეწყვიტოს საიტზე შეტყობინებით; ეს არ ეხება უკვე გადახდილ შეკვეთებს.
9ბ.1. როგორ მუშაობს. ყველა ანგარიშს აქვს პირადი მოწვევის ბმული. თუ ახალი მომხმარებელი ამ ბმულით შემოვა და დარეგისტრირდება, მოწვევა ავტომატურად ფიქსირდება. ბმული ბრაუზერში 30 დღე ინახება; მოწვევა ფიქსირდება მხოლოდ ახლად შექმნილ ანგარიშზე, ერთხელ, და მოგვიანებით არ იცვლება.
9ბ.2. საჩუქარი. როცა მოწვეული პირველად შეიძენს კრედიტების პაკეტს (Start, Popular ან Pro): მოწვეულს ერიცხება საიტზე მითითებული დამატებითი კრედიტი (კამპანიის დაწყებისას Popular-ზე და Pro-ზე 10, Start-ზე 5 — არაუმეტეს პაკეტის კრედიტების ნახევრისა), ხოლო მომწვევს — შეძენილი პაკეტის კრედიტების მითითებული წილი (კამპანიის დაწყებისას 50%, მაგ. Popular-ზე 15 კრედიტი). საჩუქარი ერთხელ ირიცხება — მხოლოდ მოწვეულის პირველ პაკეტზე. „ერთი ვიდეოს ყიდვა" პაკეტის გარეშე და საგანმანათლებლო გადახდა პაკეტად არ ითვლება. მომწვევისთვის მოწვეულთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
9ბ.3. კრედიტის პირობები. საჩუქრის ოდენობა ის არის, რაც მოწვევის დაფიქსირების მომენტში მოქმედებდა. მოწვევის კრედიტი ფულად არ ბრუნდება და არ გადაიცემა, მოქმედებს ჩარიცხვიდან 3 თვე და ხარჯვისას პირველი იხარჯება (საჩუქარი კრედიტის მსგავსად, პ. 3). თუ მოწვეულის პაკეტის თანხა დაბრუნდა ან გადახდა გაუქმდა, ამ შეძენით მიღებული მოწვევის კრედიტის გამოუყენებელი ნაწილი ორივე ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება; უკვე დახარჯული ნაწილის გამო სერვისი უფლებამოსილია შეზღუდოს ანგარიში ან მომავალი მოწვევის საჩუქარი.
9ბ.4. ერთი ადამიანი — ერთი ანგარიში. საკუთარი თავის მოწვევა აკრძალულია. საჩუქარი არ ირიცხება, თუ მომწვევი და მოწვეული ერთი და იგივე პირია ან ასე ჩანს (მაგ. იგივე ბრაუზერი ან ელფოსტა, დუბლიკატი ანგარიში, ერთჯერადი ელფოსტა). ბოროტად გამოყენებისას სერვისი უფლებამოსილია გააუქმოს მოწვევის კრედიტი და შეზღუდოს ანგარიში.
9ბ.5. ვადა და ცვლილება. შეთავაზება მოქმედებს საიტზე მითითებულ ვადაში. სერვისს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს საჩუქრის ოდენობა ან შეთავაზება ვადაზე ადრე შეწყვიტოს — ცვლილება ახალ მოწვევებზე ვრცელდება. შეთავაზების დასრულებამდე დაფიქსირებული მოწვევის საჩუქარი ირიცხება, თუ მოწვეული პირველ პაკეტს დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში შეიძენს. უკვე ჩარიცხული კრედიტი ვადის ამოწურვამდე რჩება.
ამ წესებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ".
პრეტენზიის შემთხვევაში ჯერ ჩვენ მოგვწერეთ — გიპასუხებთ გონივრულ ვადაში, როგორც წესი, 5 სამუშაო დღეში. თუ ვერ შევთანხმდით, უფლება გაქვთ მიმართოთ სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (gcca.gov.ge) ან სასამართლოს.
სერვისს უზრუნველყოფს ინდივიდუალური მეწარმე ირაკლი მალაზონია, საქართველო.